Accentnews.ge
ესტონეთის ელჩი უნდა წავიდეს, ურთიერთობის დონე დაქვეითდა – რუსეთის საგარეო

ესტონეთის ელჩი უნდა წავიდეს, ურთიერთობის დონე დაქვეითდა – რუსეთის საგარეო

23/01/2023 09:32:15 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 იანვარს განაცხადა, რომ შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობების დონე ესტონეთთან.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთის ელჩმა რუსეთი 2023 წლის 7 თებერვალს უნდა დატოვოს. დიპლომატიური მისიის დონე მოვალეობის შემსრულებლამდე დაიწია.

განცხადების მიხედვით, ეს არის პასუხი „ტალინში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლობის რადიკალურ შემცირებაზე“, რასაც რუსეთში „არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ესტონეთის ხელმძღვანელობამ „ბოლო წლებში მიზანმიმართულად გაანადგურა რუსეთთან ურთიერთობის მთელი დიაპაზონი“ და „ტოტალური რუსოფობია“ სახელმწიფო პოლიტიკის ხარისხში აიყვანა.

დაახლოებით ორი კვირის წინ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობა რუსეთის ელჩს ტალინში ვლადიმერ ლიპაევს 1 თებერვლამდე რუსეთის საელჩოს თანამშრომელთა რაოდენობის შემცირების აუცილებლობის შესახებ. გაზეთი Postimees წერდა, რომ ახლა ტალინში რუსეთის საელჩოს 21 თანამშრომელი ჰყავს დიპლომატის სტატუსით, ანუ მათი რაოდენობა ნახევარზე მეტით უნდა შემცირდეს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ურმას რეინსალუმ განაცხადა, რომ ესტონეთის ხელისუფლების მთავარი მიზანია რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებში პარიტეტის პრინციპის მიღწევა. ამჟამად რუსეთში რვა ესტონელი დიპლომატი მუშაობს. გარდა ამისა, რეინსალუს თქმით, „რუსეთის საელჩოს პერსონალი არ არის დაკავებული ესტონეთ-რუსეთის ურთიერთობების განვითარებით აგრესიული ომის პირობებში“, შესაბამისად, „რუსეთის წარმომადგენლობის ამჟამინდელი მოცულობა არ არის გამართლებული“.

ესტონეთი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში. გასულ კვირას მან გამოაცხადა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ, რომელიც, კიევში ესტონეთის ელჩის კაიმო კუუსკას თქმით, მოიცავს ესტონეთის 155 მმ-იანი ჰაუბიცების მთელს მარაგს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S