Accentnews.ge
სანქციების დარღვევის რისკის გამო 1000-მდე ოპერაცია შეჩერებული ან გაუქნებულია - ხუციშვილი

სანქციების დარღვევის რისკის გამო 1000-მდე ოპერაცია შეჩერებული ან გაუქნებულია - ხუციშვილი

23/01/2023 12:20:55 პოლიტიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ვინმემ ეჭვი შეიტანოს, თითქოს საქართველოში სანქციების აღსრულება ჯეროვნად არ ხდება. მეტიც, მინისტრის მტკიცებით, საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა საერთაშორისო სანქციების აღსრულების მიმართულებით.

მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს პარტნიორებთან:

„როცა ბრალდება ჩნდება, სიტყვების გარდა რაღაც ფორმით მაინც უნდა იყოს წარმოდგენილი მტკიცებულებები. ასეთი მტკიცებულებები არ ისმის რისი შეფასების შესაძლებლობაც გვექნებოდა, და ბუნებრივია ასეთი მტკიცებულებები ვერც იქნება, იმიტომ, რომ ბუნებაში არ არსებობს. როდესაც ვსაუბრობთ საბაჟო კონტროლზე, საბაჟო ოპერაციების ყველანაირ სახეობას, როგორც, ტრანზიტს, ასევე ექსტორტს, ასევე რეექსპორტის მაჩვენებელს, ასევე არის სხვადასხვა საბაჟო ოპერაციები იმპიორტის შემთხვევაში ექსპორტი, რეექპორტი, ტრანზიტის შემთხვევაშიც ოპერაციის შეცვლა და ექსპორტის განხორცილება, ნებისმიერი სახის საბაჟო ოპერაცია, არის ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშ, იმ საქონელთან და იმ პირებთან მიმართებაში, რომლებიც არის სანქცირებულთა სიაში. როგოც საქონელი ასევე სანქცირებული პირები“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, არსებობს სტატისტიკა, რომლის მიხედვით სანციების დარღვევის რისკის არსებობს გამო, 2022 წლის 24 თებერვლის შემდგომ 1000–მდე ოპერაციაზე მეტი საბაჟოს მიერ შეჩერებული და გაუქმებულია.

„ეს არ ეხება სამხედრო ან ორმაგი დანიშნულების ტვირთს, გამომდინარე იქიდან რომ ეს სანებართვოა და ბუნებრივია ასეთი ტიპის ნებართვას სახელმწიფო არ გასცემს, ორივე შემთხვავაში. ძირითადად იყო საყოფაცხოვრებო საქონელი, რომელიც ასევე სანქციების სიაშია. თუმცა, ამ მიმართულებით ძალიან მკაცრი კონტროლი ხორციელდება. ამას გარდა, დაახლოებით 500-ზე მეტი შემთვევა იყო, როდესაც მიმართეს შემოსავლების სამსახურს და [სადაც] განუმატეს, რომ ასეთი სახის ოპერაციის განხორციელება არ შეიძლება და პროაქტიულადაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ემუშავება ბიზნესოპერატორებს, იმპორტიორებს, ამ ოპერაციებში ჩართულ პირებს, რომ მიაწოდის წინასწარ ინფორმაცია, თუ რა არის სანქცირებული და რა არ არის“,- განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანასთა მინისტრის თქმით, სანქცირებული საქონლის ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია და არ არის მარტივი მისი აღსრულება, გარკვეულ საქონელთან მიმართებით საკითხი პირობებსა და ვადებაზეა მიბმული.

მისივე ინფორმაციით საქართველოს სანქციების აღსრულების სფეროში ორი სერტიფიცირებული ექსპერტი ჰყავს, რომელსაც აშშ-ში სპეციალური პროგრამა აქვს გავლილი.

"საბაჟო სამსახურში საქართველო ორი ასეთი ექსპერტი ჰყავს, მათზე კვალიფიციურ პასუხს ვერავინ ვერ გასცმეს კონკრეტულ ტრანზაციებთან მიმართებაში“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრი ირწმუნება, რომ სანქციების აღსრულებაზე საქართველოში "იმ დონის კონტროლი ხორციელედება, არა მხოლოდ რეგიონში, ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშიც შესაძლებელია, ასეთი ტიპის კონტროლი ვერ ხორციელდებოდეს ტვირთებთან მიმართებით".

იხილეთ ასევე: რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 52%-ით გაიზარდა: TOP–5 საექსპორტო და საიმპორტო საქონელი

საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 32.8%-ით გაიზარდა: TOP-10 საექსპორტო საქონელი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S