
"ვაგნერის" ყოფილი მეთაური ნორვეგიაში დააკავეს
23/01/2023 12:38:36 ევროპა
ნორვეგიის პოლიციამ დააკავა რუსული გასამხედროებული დაჯგუფის "ვაგნერის" ყოფილი მეთაური, რომელიც ქვეყანაში არალეგალურად შევიდა და თავშესაფარი მოითხოვა.
პოლიციის წარმომადგენელმა „როიტერს“ პირის დაკავება დაუდასტურა და მხოლოდ ის უთხრა, რომ განიხილება სასამართლოსადმი მიმართვა.
პროექტის Gulagu.net-ის (რუსული უფლებადამცველი ორგანიზაცია) დამფუძნებელმა ვლადიმერ ოსეჩკინმა განაცხადა, რომ მედვედევმა ნორვეგიის საზღვარი გადაკვეთა მურმანსკის რაიონის სოფელ ნიკელთან.
ოსეჩკინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც „ვაგნერის“ ერთ-ერთი ქვედანაყოფის ყოფილი მეთაური გაიქცა რუსეთის ფედერაციიდან ევროპაში და დათანხმდა, ჩვენების მისცეს „ვაგნერის“ დამფუძნებლის ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ.
ოსეჩკინის თქმით, მედვედევი მოწმეა პრიგოჟინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ ბრძოლაზე უარის მთქმელთა სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის არაერთი ფაქტის. მას შემდეგ, რაც მედვედევმა „ვაგნერი“ დატოვა, სცადეს მისი დაკავება. მედვედევი შიშობდა, რომ მასაც სიკვდილით დასაჯა ელოდა. მოგვიანებით მან ისაუბრა ომის დანაშაულებზე.
იხილეთ ასევე: „იმედია, ჩემი ჩვენება შურისძიებას დაეხმარება“: „ვაგნერის“ დაქირავებულმა ომის დანაშაულებზე ისაუბრა
ევგენი პრიგოჟინმა ნორვეგიული გაზეთ Aftenposten-ს განუცხადა, რომ მედვედევს ჰქონდა ნორვეგიის მოქალაქეობა და იყო "ნორვეგიული ბატალიონის, სახელად Nidhogg"–ის წევრი. პრიგოჟინის თქმით, მედვედევი პასუხისმგებელია პატიმრების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე და მას ეძებს „ვაგნერის“ უსაფრთხოების სამსახური.
„ვაგნერი“ არის რუსული არაოფიციალური სამხედრო დაჯგუფება, რომელიც მონაწილეობს სახმელეთო ოპერაციებში სირიაში, აფრიკაში, ლათინურ ამერიკაში და უკრაინასთან ომში.
„ვაგნერის“ მებრძოლები ეჭვმიტანილები არიან მრავალ სამხედრო დანაშაულში, როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში, სადაც ისინი მოქმედებენ.