Accentnews.ge
ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს

ლატვია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს ამცირებს

23/01/2023 13:02:02 ევროპა

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის შემცირების შესახებ განაცხადა მოსკოვის მიერ ქვეყნიდან ესტონეთის ელჩის გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გაჟღერების შემდეგ.

„უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე უხეში რუსული აგრესიასთან დაკავშირებით და ესტონეთისადმი სოლიდარობის ნიშნად, ლატვია 24 თებერვლიდან ამცირებს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონეს და რუსეთისგან შესაბამის ქმედებებს მოითხოვს“, - განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 23 იანვარს განაცხადა, რომ შეამცირა დიპლომატიური ურთიერთობების დონე ესტონეთთან.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ესტონეთის ელჩმა რუსეთი 2023 წლის 7 თებერვალს უნდა დატოვოს. დიპლომატიური მისიის დონე მოვალეობის შემსრულებლამდე დაიწია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S