Accentnews.ge
პენტაგონი: უკრაინის არმია წარმატებულ ოპერაციებს ატარებს ლუგანსკის რეგიონში

პენტაგონი: უკრაინის არმია წარმატებულ ოპერაციებს ატარებს ლუგანსკის რეგიონში

24/01/2023 07:27:27 ევროპა

უკრაინის ჯარები თანდათან მიიწევენ ლუგანსკის ოლქის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კრემენoოისკენ და ათავისუფლებენ რუსეთის არმიის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. ოპერაცია სავარაუდოდ, მოსამზადებელი ეტაპია უკრაინის სამხედროების საგაზაფხულო შეტევისთვის, – თქვა 23 იანვარს პენტაგონის მაღალჩინოსანმა,– იუწყება.

„ჩვენ ვხედავთ უკრაინის კონტრშეტევით ოპერაციებს და კრემენოის მახლობლად მცირე ტერიტორიების დაბრუნებას“, - განუცხადა Politico-ს წყარომ.

ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, კრემენოის დაკავება უკრაინის არმიას სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკზე წინსვლისთვის გაუხსნის გზას. კრემენოის მახლობლად ბრძოლები არის შემოდგომაზე დაწყებული უკრაინის კონტრშეტევის გაგრძელება, რომლის დროსაც ხარკოვის რეგიონი განთავისუფლდა.

ამავდროულად, უკრაინის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რუსული არმია ლუგანსკის რეგიონში შეტევისთვის ემზადება. პენტაგონის წარმომადგენლის თქმით, ლუგანსკის მახლობლად დაგროვილი რუსული ძალები "ცუდად არიან შეიარაღებული, ცუდად გაწვრთნილი – ისინი სწრაფი წესით მიიყვანეს ბრძოლის ველზე".

პარასკევს აშშ–ის გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ წელს უკრაინას შეუძლია, გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დიდი ნაწილი, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად მიიღებს ის სამხედრო აღჭურვილობას დასავლელი მოკავშირეებისგან და მოამზადებს პერსონალს ამ იარაღის გამოყენებისთვის.

„ვფიქრობ, რომ უკრაინელები შეძლებენ მნიშვნელოვანი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას ტაქტიკურ და თუნდაც, ოპერატიულ დონეზე და უკრაინის რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის გათავისუფლებას“, - ხაზგასმით აღნიშნა მილიმ.

24 იანვარს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის იუწყება, რომ 10 დღეა, ლუგანსკის ოლქის ცალკეულ დასახლებულ პუნქტებში შეიმჩნევა რუსეთის სამხედრო ძალების პირადი შემადგენლობის შემცირება.

გენშტავის ცნობით, პრაქტიკად იქცა, რომ წინა ხაზზე ძირითადად, მობილიზებულებს უშვებენ, რეგულარული ჯარების სამხედროები კი, ყველა საშუალებით ცდილობენ ზურგში დარჩენას.

უკრაინის არმიის სარდლობის ინფორმაციით, ლუგანსკის საოკუპაციო ადმინისტრაციამ დაიწყო ქალაქიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების მეორე კორპუსის სამხედროთა ოჯახების ევაკუაცია რუსეთის ტერიტორიაზე. სხვა წყაროებით ეს ცნობები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

იხილეთ ასევე: 15% ოფიცერია – BBC უკრაინაში მოკლული რუსი სამხედროების შესახებ მონაცემებს აქვეყნებს

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S