Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

24/01/2023 09:44:16 ევროპა

თანამდებობიდან გადადგა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვიაჩესლავ შაპოვალოვი, რომელიც პასუხისმგებელი იყო შეიარაღებული ძალების ზურგის მომარაგებაზე.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა რეზნიკოვმა შაპოვალოვის გადადგომას მხარი დაუჭირა.

სამინისტროს ოფიციალური განცხადების მიხედვით, ვიაჩესლავ შაპოვალოვმა გადაწყვეტილება მიიღო, რათა კვების მომსახურების შეძენასთან დაკავშირებული ბრალდებების კამპანიის ფონზე ხელი არ შეუშალოს არმიის სტაბილურ უზრუნველყოფას.

როგორც უწყებაში აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, შაპოვალოვის გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, ღირსეული და ევროპული და დემოკრატიული ტრადიციების შესაბამისი საქციელია და აჩვენებს, რომ თავდაცვის ინტერესები ნებისმიერ კაბინეტსა და სავარძელზე მაღლა დგას.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა დატოვა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კირილო ტიმოშენკომ

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S