Accentnews.ge
ფინეთი არ გამორიცხავს, NATO-ში გაწევრიანების პროცედურა შვედეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოს

ფინეთი არ გამორიცხავს, NATO-ში გაწევრიანების პროცედურა შვედეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოს

24/01/2023 10:28:57 ევროპა

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო არ გამორიცხავს, რომ ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების პროცედურა შვედეთისგან დამოუკიდებლად განაგრძოს.

თუმცა, მისი თქმით, ამ საკითხზე პოზიციის დაფიქსირება ჯერჯერობით ნაადრევია.

პეკა ჰაავისტოს განცხადებით, ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოების კუთხით ნომერ პირველი ვარიანტი კვლავ ისაა, რომ ქვეყნები ნატო-სკენ ერთდროულად ისწრაფვიან.

„უსაფრთხოების თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტია როგორც შვედეთის, ასევე ფინეთის შესვლა ალიანსში. თუმცა, ამ საკითხზე (ფინეთის შვედეთისგან დამოუკიდებელ გაწევრიანებაზე) პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია“, - განაცხადა ჰაავისტომ.

მისი თქმით, შვედეთში თურქეთის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები მხარეებს შეთანხმების მიღწევაში ხელს შეუშლის.

„ეს მომიტინგეები ფინეთისა და შვედეთის უსაფრთხოებას ეთამაშებიან“, - დასძინა ჰაავისტომ.

მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ დაუჭერს მხარს შვედეთის ნატოში გაწევრიანებას. ამ დროისთვის მხოლოდ თურქეთსა და უნგრეთს არ აქვთ რატიფიცირებული შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების პროტოკოლი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S