უკრაინელი დიპლომატი საქართველოს საგარეო უწყებაში დაიბარეს
25/01/2023 11:19:57 პოლიტიკა
უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფება.
როგორც კასიანოვმა განმარტა, უწყებაში მიწვევის საფუძველზე მივიდა.
„ჩვენ მივდივართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიწვევის საფუძველზე. ჩვენ განვიხილავთ საკითხების ფართო სპექტრს საქართველო -უკრაინის ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან“, - განაცხადა კასიანოვმა.
თავის მხრივ საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ უკრაინელი დიპლომატი ორიოდ დღის წინ დაკეთებული განცხადებების განმარტებისთვის დაიბარეს. სავარაუდოდ, საუბარია უკრაინელი დევნილების ქვეყნიდან შესაძლო ევაკუაციაზე.
ამასთან დაკავშირებით უკრაინელმა დიპლომატმა ჟურნალისტებთან დანაცხადა, რომ „დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ“:
„ჩემი პასუხი ძალიან მარტივია, გთხოვთ, წაიკითხოთ ყველა ჩემი განცხადება სრულად და გთხოვთ, წაიკითხეთ ამ განცხადებების ორიგინალი ვერსია. ძალიან დიდი გაუგებრობა ჩნდება, როდესაც რაღაც ციტატებს კონტექსტიდან იღებთ. ამ მიზეზით მე გირჩევთ, რომ აიღოთ ჩემი ინტერვიუს ორიგინალი და გთხოვთ, ის სრულად წაიკითხოთ და მიიღებთ ყველა პასუხს პირველ შემთხვევაში, როდესაც ჩემი სტატია გამოქვეყნდა „ევროპეისკაია პრავდაში“ 9 იანვარს და ასევე, მიიღებთ ყველა პასუხს, მეორე შემთხვევაშიც. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ ჩემი პირველი სტატიების 90% მიეძღვნა იმას თუ რას ვაკეთებთ ბევრი სხვადასხვა მიმართულებით“.
იხილეთ ასევე: ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავს
რას ამბობენ საქართველოდან უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში


