Accentnews.ge
ევროპული "სატანკო კოალიცია" უკრაინისთვის ათობით „ლეოპარდს“ ამზადებს -  Spiegel

ევროპული "სატანკო კოალიცია" უკრაინისთვის ათობით „ლეოპარდს“ ამზადებს - Spiegel

25/01/2023 12:37:11 ევროპა

ამ ეტაპზე ევროპელი მოკავშირეები განიხილავენ უკრაინისთვის „ლეოპარდ 2“-ის 80 ტანკის ერთობლივად გადაცემას, რათა ჩამოაყალიბონ ორი ბატალიონი 40–40 ტანკისგან,– იუწყება გერმანული გამოცემა Spiegel. 24 იანვარს სწორედ Spiegel იუწყებოდა, რომ გერმანიის კანცლერმა უკრაინისთვის ტანკების მიწოდების გადაწყვეტილება მიიღო, რაც ოფიციალურად 25 იანვარს დაადასტურა გერმანიის მთავრობამ და უკრაინისთვის ამ ეტაპზე 14 ტანკის გადაცემის მზაობის შესახებ განაცხადა.

გერმანიის მთავრობამ ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეების მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოაყალიბონ ორი სატანკო ბატალიონი.

გერმანიის მიერ ბუნდესვერის საწყობებიდან გამოყვანილი 14 ტანკი უნდა გახდეს იმავე ბატალიონის ნაწილი, რომელშიც ასევე წარმოდგენილი იქნება „ლეოპარდები“ ფინეთიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან.

მეორე ბატალიონს სავარაუდოდ, პოლონეთისა და ნორვეგიის „ლეოპარდები“ დააკომპლექტებენ.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი გეგმავენ ერთობლივ სატელეფონო ზარს 25 იანვარს საღამოს ტანკების თაობაზე შემდგომი ნაბიჯების კოორდინაციის მიზნით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S