Accentnews.ge
კასიანოვმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

კასიანოვმა საგარეო საქმეთა სამინისტრო კომენტარის გარეშე დატოვა

25/01/2023 13:36:57 პოლიტიკა

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა კომენტარის გარეშე დატოვა. ის უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც საქართველოში უკრაინის მოქალაქეებისთვის მოსალოდნელ საფრთხეზე ისაუბრა.

თავის მხრივ საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტეს, რომ უკრაინელი დიპლომატი ორიოდ დღის წინ დაკეთებული განცხადებების განმარტებისთვის დაიბარეს. ამასთან, მათი თქმით, უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ევგენი პერებიინისს შეხვდა:

„შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობის მიმდინარე საკითხებზე, ქართული მხარის მიერ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს მხარდაჭერა და სოლიდარობა უკრაინის მიმართ. უკრაინულმა მხარემ მადლიერება გამოხატა საქართველოს მიმართ, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე ომის პერიოდში გაწეული მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებისთვის. მათ შორის უკრაინის მხრიდან გამოითქვა მადლიერება უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით. აღინიშნა, რომ უკრაინა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობელია ქართული მხარის მიმართ, უკრაინის მოქალაქეების საქართველოში მიღებისა და მათი დახმარებისთვის და საქართველოში უკრაინის მოქალაქეების ყოფნასთან დაკავშირებით ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: ანდრეი კასიანოვი საქართველოდან უკრაინელების მასობრივ ევაკუაციას არ გამორიცხავს

რას ამბობენ საქართველოდან უკრაინელების შესაძლო ევაკუაციაზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S