
გერმანული საბრძოლო ტანკები "მწვანე შუქია" პარტნიორებისთვის – ვოლოდიმირ ზელენსკი
25/01/2023 14:28:35 ევროპა
გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელო მისიების შემდგომი გაფართოება, "მწვანე შუქია" პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს.
ზელენსკი მადლობას უხდის გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს და გერმანელებს გადაწყვეტილებისთვის.
“გერმანული ძირითადი საბრძოლო ტანკები, თავდაცვითი დახმარებისა და საწვრთნელო მისიების შემდგომი გაფართოება, "მწვანე შუქია" პარტნიორებისთვის მსგავსი იარაღის მოსაწოდებლად. გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან საუბრის დროს გავიგე ამ მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებების შესახებ. გულწრფელად მადლობელი ვარ ოლაფ შოლცისა და ყველა ჩვენი მეგობრის გერმანიაში”, - წერს ზელენსკი.