Accentnews.ge
"30 რაკეტა გამოუშვეს": კიევში აფეთქებების ხმები ისმის

"30 რაკეტა გამოუშვეს": კიევში აფეთქებების ხმები ისმის

26/01/2023 08:55:32 ევროპა

კიევში დღეს საჰაერო განგაშის დროს ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქალაქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების ხმა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში ისმის.

თავის მხრივ, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ დაადასტურა ინფორმაცია უკრაინის დედაქალაქში მომხდარი აფეთქებების შესახებ.

„აფეთქება კიევში! დარჩით თავშესაფრებში!" - წერს კლიჩკო სოციალურ ქსელში.

რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შემდეგ სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა.

საჰაერო ძალების მონაცემებით, ოკუპანტებმა უკრაინაში 30-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს.

„დაახლოებით ექვსი ტუ-95 აფრინდა მურმანსკის რაიონიდან და გაუშვა რაკეტები. ჩვენ ველოდებით 30-ზე მეტ რაკეტას, რომლებიც უკვე გამოჩნდნენ სხვადასხვა რეგიონში. საჰაერო თავდაცვა მუშაობს. დიახ, იყო აფეთქებები რამდენიმე რეგიონში, კერძოდ, ვინიცას რაიონში. გასაგებია, რომ თავშესაფრებში უნდა დარჩეთ",– ნათქვამია შეტყობინებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S