
გერმანიაში კაცი დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით
26/01/2023 10:31:40 ევროპა
გერმანიის მკვიდრი, რომლის ვინაობაც არ სახლდება, მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. ის რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ 26 იანვარს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ განაცხადა.
დაკავება უკავშირდება გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის მიერ წარმოებულ გამოძიებას ჯაშუშების შესახებ. ვარაუდობენ, რომ ეჭვმიტანილმა ერთ-ერთ რუსულ სპეცსამსახურს მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც მან გერმანიის სადაზვერვო სამსახურის ამჟამად პატიმრობაში მყოფი ოფიცრისგან მიიღო.
პროკურატურის განცხადებიდან ირკვევა, რომ გერმანიის დაკავებული მოქალაქე არტურ ე. არ იყო გერმანიის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომელი. ის ასრულებდა კურიერს მოვალეობას. საქმის სხვა დეტალები არ საჯაროვდება.
ბრალდებული ამერიკიდან გერმანიაში ჩასვლისთანავე დააკავეს. ოპერაციას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
გასული წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ გერმანიის დაზვერვის თანამშრომელი რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა რუსეთის სპეცსამსახურებს გადასცა ცნობები, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა.