Accentnews.ge
საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის საკითხი ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია - ელჩი

საქართველო-რუმინეთს შორის საბორნე მიმოსვლის საკითხი ორივე ქვეყნისთვის პრიორიტეტულია - ელჩი

01/02/2023 13:10:57 პოლიტიკა

საქართველოში რუმინეთის ელჩ რაზვან როტუნდუს განცხადებით, ორ ქვეყანას შორის საბორნე მიმოსვლის საკითხი პრიორიტეტულია როგორც რუმინეთისთვის, ისე საქართველოსთვის.

ამის შესახებ ელჩმა "აქცენტთან" საუბრისას განაცხადა.

"საბორნე ხაზის პროექტი კონსტანცას და საქართველოს ერთ-ერთ პორტს, ბათუმის ან ფოთის პორტს შორის, ყოველთვის იყო დღის წესრიგის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. იმის გამო, რომ არც რუმინეთს და არც საქართველოს არ აქვს ნავიგაციის საჯარო კომპანია, კერძო სექტორის ინიციატივა მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე არის რამდენიმე ინიციატივა და ჩვენ მოუთმენლად ველით მათ განხილვას. რუმინეთის ხელისუფლება მზადაა, დახმარება გაუწიოს ამ ინიციატივებს. ორივე ქვეყნისთვის აღნიშნული საკითხი პრიორიტეტულია", - განუცხადა ელჩმა "აქცენტს".

ცნობისთვის: საქართველოს, რუმინეთს, აზერბაიჯანსა და თურქმენეთს შორის ხელმოწერილია დოკუმენტი - ბუქარესტის დეკლარაცია კასპიის ზღვა – შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების თაობაზე.

დოკუმენტზე ხელმწოერით ქვეყნებმა დააფიქსირეს პოლიტიკური ნება რეგიონში ახალი სატრანსპორტო დერეფნების განვითარების თაობაზე.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, მოცემული სატრანსპორტო მარშრუტი მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს ევროკავშირი - ცენტრალური აზიის თანამშრომლობის სტრატეგიაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც რეგიონის ლოგისტიკური ცენტრის გაძლიერება, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S