Accentnews.ge
ბრეგაძე ზელენსკის პასუხობს: "მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე"

ბრეგაძე ზელენსკის პასუხობს: "მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე"

01/02/2023 17:23:37 პოლიტიკა, სამართალი

"ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი", – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მინისტრს პრეს–კონფერენციაზე კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ განცხადებაზე, რაზეც მან შემდეგი განცხადა:

„ამ განცხადების პასუხად შესაძლოა, ითქვას ერთი რამ, რომ საქართველოში არაადამიანური მოპყრობისა და წამების პრაქტიკა, მათ შორის მაშინ საქართველოს მოქალაქის, ამჟამად კი უკრაინის მოქალაქის, რომელიც მთელი ამ სისტემის სათავეში იდგა, ჩაბარდა წარსულს. ეს იყო საქართველოს ისტორიის სამარცხვინო ფურცელი. ჩვენ ყველამ, ჩვენმა შვილებმა, შვილიშვილებმა და მომავალმა თაობებმა ამ მძიმე და სამარცხვინო ისტორიის ტვირთი უნდა ვზიდოთ. როდესაც ადამიანებს აწამებდნენ და ამაზე ათეულობით განაჩენი არის დამდგარი. არ აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა დააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს წამება, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ჩვენ ყოველთვის მაქსიმალურად ვიკავებთ თავს უკრაინაში გარკვეული პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული უსამართლო შეფასებების კომენტირებისგან, ვინაიდან ეს სახელმწიფო იმყოფება ომში, ამის შესახებ ადრეც ვთქვით. რა თქმა უნდა, როდესაც სახელმწიფოს ვინმე დააბრალებს წამებას ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ვინც არ უნდა იყოს, რომელი ქვეყნის პრეზიდენტიც არ უნდა იყოს, მოიტანონ ერთი მტკიცებულება მაინც წამების შესახებ და ამის შემდგომ შეიძლება მსჯელობა მსგავსი ტიპის განცხადებაზე. სწორედ ევროპული, დასავლური სტანდარტი გულისხმობს, რომ ყველა განცხადება, მით უმეტეს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული, უნდა იყოს მტკიცებულებებით გამყარებული. არც ერთ მტკიცებულებას არ ეფუძნება ეს განცხადება და შესაბამისად, ბუნებრივია, ეს არ იქნება მისაღები“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S