NDI - გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

02-02-2023 12:10:18 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

NDI-ს ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ქვეყნის მიმართულებასთან დაკავშირებით ყველაზე კრიტიკულად კვლავ თბილისის მაცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები არიან განწყობილნი.

კითხვაზე, საერთო ჯამში როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ სწორი, 26% არ იცვლება, 31% - არასწორი.

NDI ამბობს, რომ ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება ყველაზე მეტად "ქართული ოცნების" მხარდამჭერებში გაიზარდა.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები