NDI – ნატო-ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა

02-02-2023 12:13:14 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, ნატო–ს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია.

კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატო–ს წევრი, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მისაღებია - 73%
  • მიუღებელია - 14%
  • არ ვიცი - 11%

ამავე კვლევის შედეგებით, ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა. კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? პასუხები ასე გადანაწილდა:

  • მისაღებია - 81%
  • მიუღებელია - 9%
  • არ ვიცი - 9%

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები