NDI – ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა

02-02-2023 12:30:43 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით,, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ფასების ზრდა/ინფლაციას რესპონდენტთა 39% ასახელებს, სამუშაო ადგილებს - 38%, სიღარიბეს - 30%, ტერიტორიული მთლიანობას - 25%, პენსიებს - 24%.

ეთნიკურ უმცირესობებში ტერიტორიული მთლიანობა მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხებს შორის არ სახელდება. ამავე დროს, ეთნიკურ უმცირესობებში მთავარ გამოწვევად სამუშაო ადგილები დასახელდა.

NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები