02-02-2023 12:35:51 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და CRRC-საქართველოს ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
გამოკითხულთა 39% ამბობს მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს არცერთი პოლიტიკური პარტია დგას.
ამასთან, კვლევის მიხედვით, პარტიების მხარდაჭერის ინდივიდუალური მაჩვენებლები იმდენად დაბალია, რომ არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება.
კერძოდ, გამოკითხულთა 25% ამბობს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნებაა“, 6% „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, სხვა პარტიებს 13% ასახელებს.
როგორც კვლევა აჩვენებს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შედარებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებსა და პატარა ქალაქებში, ვიდრე თბილისსა და დიდ ქალაქებში.
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.