02-02-2023 12:40:39 საზოგადოება
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს.
კერძოდ, გამოკითხულთა 61% ამბობს, რომ ხალხის ინტერესებს საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს, მაშინ როცა მსგავსი განწყობა წინა კვლევაში გამოკითხულთა 31%-ს ჰქონდა.
კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მესამედი (30%) და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი (45%) ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს.
კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა წილი, ვინც ფიქრობს, რომ მათ ინტერესებს ერთი პარტია მაინც წარმოადგენსგანსაკუთრებით შემცირდა უმცირესობათა დასახლებებში, დიდ ქალაქებში, 35-54 წლის ასაკობრივ ჯგუში, ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში.
NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.