NDI – მთავრობის რეიტინგი 10%-ით გაიზარდა

02-02-2023 12:56:04 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10 პროცენტით გაიზარდა.

NDI–ს კვლევის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში 39% აფასებდა მთავრობის საქმიანობას კარგად, ახლა ეს რიცხვი 51%-ია.

ახალი კვლევის მიხედვით მთავრობის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის.

მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება ყველაზე მეტად გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში პატარა ქალაქებსა და სოფლებში ასევე საშუალო ასაკი ჯგუფებში გაიზარდა.

კვლევის თანახმად, მთავრობის შეფასების დადებითი მაჩვენებელი ოპოზიციის მხარდამჭერებში 7%-ით გაიზარდა.

ამავე კვლევის მიხედვით პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8 -10 პროცენტით შემცირდა. პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში. პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასება შედარებით დაბალია ოპოზიციის მხარდამჭერებში. პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ.

NDI საზოგადოების აზრის კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. აღნიშნული ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: ეკონომიკა, სიღარიბის აღქმა, ინსტიტუტები, საგარეო პოლიტიკა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები