NDI – "ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი ფიქრობს, რომ მთავრობა EU-ში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს

02-02-2023 13:07:42 საზოგადოება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს.

გამოკითხულთა 30% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, 38% ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს, 18% ამბობს, რომ არაფერს აკეთებს, 13%-მა თქვა, რომ არ იცის, 1%-მა კი უარი თქვა პასუხზე.

კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი ფიქრობს, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საკმარისს არ აკეთებს. იგივეს ფიქრობს ოპოზიციის მხარდამჭერთა 20%.

კვლევა 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევა შედგება 2 519 ინტერვიუსგან. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები