დარჩიაშვილი: "ევროკომისიის ანგარიშში აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით"

03-02-2023 11:54:45 პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიშვილი აცხადებს, რომ ევროკომისიის ანგარიშში აღიარებულია საქართველოს პროგრესი თითქმის ყველა მიმართულებით.

მისი თქმით, მისი თქმით გამოიკვეთა, რომ საქართველო „ერთმნიშვნელოვნად არის ლიდერი სექტორული რეფორმების თვალსაზრისითაც“

"როგორ წესი ჯერ ხდება შესაფების დოკუმენტის გამოქვეყნება, შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ შემთხვევაში ეს პირიქით მოხდა, შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო. ევროკომისიას მოუწია ფორსმაჟორულ მდგომარეობაში პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება. სადაც, სამწუხაროდ, საქართველოს პროგრესი სექტორული ინტეგრაციის მხრივ არ იქნა გათვალისწინებული“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, წარმატებით სრულდება ევროსაბჭოს მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიც:

"მათი დიდი ნაწილი სრულადაა შესრულებული, საკანონმდებლო აქტების ნაწილი გაგზვანილი ვენეციის კომისიში დასკვებითვის. არის რამდენიმე პრორიტეტი, სადაც ოპოზიციის ჩართყტლიბსის და თანამომაწილების გარეშე უბრალოდ შეუძებელია პროგრესის მიღწევა".

ილია დარჩიაშვილმა, იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყტილების მიღებისას "ევროპული მნხარე გაითვალისიწინებს, როგორც 12 პრორიტესის შესრულების მხრივ არსებულ შედეგს, ასევე ამ ანგარიშში აღნიშნულ პროგრესს".

ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ეხება საქართველოს მიერ წარდგენილ ევროკავშირის წევრობის განაცხადს და აფასებს, რამდენად შეუძლია ქვეყანას კანონმდებლობის დონეზე ვალდებულებების შესრულება. ანგარიში ეფუძნება საქართველოსთვის გაგზავნილ კითხვარებზე 2022 წლის აპრილში მიღებულ პასუხებს და მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს მომზადების გარკვეული დონე აქვს მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ჯანმრთელობის სფეროში, თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს მომხმარებელთა დაცვის შესახებ ეროვნული კანონმდებლობის გათანაბრებას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და სათანადოდ აღსრულების უზრუნველყოფას. ევროკომისიის ანგარიში აფასებს სოციალური პოლიტიკის და დასაქმების სფეროსაც და აღნიშნავს, რომ საქართველოს აქაც მომზადების გარკვეული დონე აქვს და უნდა განაგრძოს მუშაობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობისთვის.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველო ზომიერად მომზადებულია ეკონომიკის და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის სფეროში, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კანონითაა გამყარებული და პრაქტიკაშიც დადასტურებულია, თუმცა, ზოგიერთ დებულებას, რომელიც დამოუკიდებლობას ეხება, დაზუსტება სჭირდება.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ევროკომისიისგან მიიღო კითხვარი, რომელიც პასუხებით ბრიუსელს დაუბრუნა. 2022 წლის თებერვალსა და მარტში ევროკავშირის წევრობის განაცხადები წარადგინეს უკრაინამ და მოლდოვამაც. ივნისში, ევროკავშირმა ამ ორ ქვეყანას მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს - ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველომ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები