
ყირიმის რუსული ხელისუფლება ცხინვალისკენ ავტობუსების დანიშნვას გეგმავს
06/02/2023 12:52:55 კონფლიქტები
ანექსირებული ყირიმის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ხელისუფლება ცხინვალის მიმართულებით ავტობუსების დანიშნვას გეგმავს. ამის შესახებ ადგილობრივი და რუსული მედია ყირიმის ტრანსპორტის დე ფაქტო მინისტრ ნიკოლაი ლუკაშენკოზე დაყრდობით იუწყება.
"მიღებულია წინადადება იალტასა და ცხინვალს შორის ავტობუსების რეგულარული მიმოსვლის ჩამოყალიბების თაობაზე. ვინაიდან ეს მარშრუტი საერთაშორისო იქნება, შესაბამისი მასალები რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს - იმ ორგანოს გადაეგზავნა, რომელიც უფლებამოსილია, ორგანიზება გაუწიოს საერთაშორისო გადაზიდვებს. ახალი მარშრუტების გაშვება ზაფხულისთვის - სეზონზე იგეგმება. შევისწავლით მოთხოვნას" - განაცხადა ლუკაშენკომ.
ამასთან, კონკრეტულად რომელ მარშრუტებზეა საუბარი, მას არ დაუზუსტებია.