Accentnews.ge
კარასინი: "სამხრეთ კავკასიის თავზე ახალი ღრუბელი იკვრება"

კარასინი: "სამხრეთ კავკასიის თავზე ახალი ღრუბელი იკვრება"

07/02/2023 09:29:09 კონფლიქტები, პოლიტიკა

"დასავლეთის ქვეყნებმა ფაქტობრივად გაყინეს ჟენევის დისკუსიები და რუსეთს ამის გათვალისწინება მოუწევს", - განაცხადა, ოსური სააგენტო "რესის" ცნობით, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, კარასინი-აბაშიძის პრაღის ფორმატის მონაწილემ რუსული მხრიდან გრიგორი კარასინმა.

როგორც "რესი" აღნიშნავს, ეუთო-მ არ ჩააყენა ოსური მხარე საქმის კურსში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი - თებერვლისთვის დაგეგმილი რაუნდის გადადების შესახებ, ცხინვალმა კი, თავის მხრივ, ჟენევის ფორმატის თანათავმჯდომარეებთან 7 თებერვლისთვის ცხინვალში დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა. მანამდე ანალოგიური ნაბიჯი გადადგა სოხუმმა.

"სამხრეთ კავკასიის თავზე ახალი ღრუბელი იკვრება. რუსეთთან კონფრონტაციის აზარტში შესული დასავლელები ფაქტობრივად ყინავენ ამ სასარგებლო ფორმატს, რომელიც სანდო ფარს წარმოადგენდა ესკალაციებისაგან. რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ამ ფორმატში მუშაობას. როგორც ჩანს, შედარებითი პროგნოზირებადობა აღარ ეწერება ვაშინგტონის გეგმებში... რა გაეწყობა? - ამით ახლა ჩვენთან საერთო სამხრეთ კავკასიის რეგიონის ხალხები დაისჯებიან. ჩვენ ეს უნდა გავითვალისწინოთ და მოვემზადოთ", - დაწერა კარასინმა თავის ტელეგრამ-არხში.

იხილეთ ასევე: მოსკოვი თბილისს "კონფლიქტების ესკალაციით" ემუქრება

„ცინიკური, აგრესიული“: საქართველო კრემლის ფოკუსში

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S