Accentnews.ge
ბადრი ესებუას მამა: "ჩემი შვილი უდანაშაულოა"

ბადრი ესებუას მამა: "ჩემი შვილი უდანაშაულოა"

09/02/2023 07:54:02 სამართალი, საზოგადოება

ბადრი ესებუას მამა ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მისი შვილი უდანაშაულოა, მან შემდეგი განაცხადა:

„კი, უდანაშაულოა“.

ბადრი ესებუას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.

მისი თქმით, ესებუას სიცოცხლის მოსპობის რეალური საფრთხე არსებობდა, რის გამოც იმალებოდა.

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ 8 თებერვალს, დილით დაადასტურა. იგი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივის სახლში აიყვანა პოლიციამ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლი ოჯახის ნათესავს ეკუთვნის.

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S