Accentnews.ge
მოძრაობა “აფხაზეთისთვის” ლიდერი პარლამეტს ღია წერილით მიმართავს

მოძრაობა “აფხაზეთისთვის” ლიდერი პარლამეტს ღია წერილით მიმართავს

15/02/2023 15:11:27 კონფლიქტები, რეკლამა

მოძრაობა “აფხაზეთისთვის” ლიდერი ნუკრი ნოდია პარლამეტს ღია წერილით მიმართავს.

“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე დაიწყება განხილვა სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც ამ პროცესის ობიექტურად წარმართვა, ასევე ყველა წარდგენილი კანდიდატის სამომავლო საქმიანობაში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით აქტიური მუშაობის გამოკვეთა. მივმართავთ როგორც მმართველ, ისე ოპოზიციურ პარტიებს. იქედან გამომდინარე, რომ საქართველოში არსებობს ორი ოკუპირებული ტერიტორია, სადაც რთულ ვითარებაში ცხოვრობენ ჩვენი თანამოქალაქეები და ყოველდღიურ რეჟიმში ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები, ამასთანავე, გვყავს ასეულობით ათასი დევნილი თანამოქალაქე, ვთვლით, რომ მომავალ სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს დევნილთა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა ინსტიტუციურ დონეზე, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა გაუქმებულია დევნილთა და განსახლების სამინისტრო და ამავდროულად, გვყავს უფუნქციო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც სამწუხაროდ, არ იცავს და არ წარმოადგენენ დევნილთა ინტერესებს. განცხადებას ავრცელებს მოძრაობა აფხაზეთის ლიდერი ნუკრი ნოდია და ამავდროულად, მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მხარი დაუჭირონ აღნიშნულ ინიციატივას”, - ნათქვამია მიმართვაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S