Accentnews.ge
ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვის წინაპირობა დაასახელა

ლუკაშენკომ უკრაინის წინააღმდეგ ომში ბელარუსის ჩართვის წინაპირობა დაასახელა

16/02/2023 11:19:23 ევროპა

ბელარუსის ავტორიტარი ლიდერი ალექსანდრ ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და ყველაფერი, რაც ხდება, რუსეთის ინტერესების და უკრაინაში მცხოვრები რუსების დაცვაა,– ამის შესახებ ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ლუკაშენკომ დღეს, მინსკში განაცხადა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

უკრაინასთან ომში ბელარუსის ჩართვის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას, ლუკაშენკომ უპასუხა:

„მზად ვარ, რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ვიომო ჯერჯერობით ერთადერთ შემთხვევაში, თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“.

ბელარუსის ავტორიტარი მმართველის განცხადებით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობლებსაც.

ბერალუსი უშუალოდ არ არის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართული, თუმცა რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საომრად ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებენ. პუტინს და მის მოკავშირე ლუკაშენკოს შექმნილი აქვთ რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებაც.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S