Accentnews.ge
აფხაზეთში სირიიდან მიწისძვრით დაზარალებულთა ჩასახლება იგეგმება

აფხაზეთში სირიიდან მიწისძვრით დაზარალებულთა ჩასახლება იგეგმება

16/02/2023 15:18:24 კონფლიქტები

ოკუპირებულ აფხაზეთში სირიიდან ამასწინანდელი მიწისძვრით დაზარალებულთა ჩასახლება იგეგმება. მსგავსი შესაძლებლობის შესახებ სირიელი ხალხისადმი მიმართვისას დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ არძინბამ სირიელებს ინგლისურ ენაზე მიმართა და საერთაშორისო თანამეგობრობის "ორმაგ სტანდარტებს" გაუსვა ხაზი:

"პატივცემულო სირიელებო! დღეს თვალს ვადევნებთ კოლექტიური დასავლეთის ორმაგი სტანდარტების ცნობილ პოლიტიკას: მათ თქვენი დახმარება პოლიტიკური მოტივების გამო არ სურთ. მსგავსი დამანგრეველი სტიქიური უბედურება პოლიტიკის მიღმა უნდა იყოს. ამ ტრაგიკულ მომენტში დროა, გავერთიანდეთ და ვიმოქმედოთ. ძვირფასო სირიელებო, პატივს გცემთ და გვიყვარხართ. გამაგრდით!" - განაცხადა დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მთავრობა მიწისძვრით დაზარალებულ სირიას - 200 ათას, ხოლო თურქეთს 100 ათას დოლარს გამოუყოფს.

ცნობისთვის: სირიის რეჟიმმა აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" რუსეთის "მოწოდების" შედეგად 2018 წლის მაისში აღიარა. 2020 წლის 6 ოქტომბერს დამასკოში "აფხაზეთის საელჩო" ამოქმედდა. 2021 წლის მაისში სირიას აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია სტუმრობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S