
მოსკოვში ბჟანიამ „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები“ განიხილა
20/02/2023 06:30:50 კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვს სტუმორბს. იგი რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პირველ მოადგილეს რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.
ბჟანიას პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო „უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები“.
დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ბჟანიას დაგეგმილი აქვს შეხვედრები რუსეთის სხვა ოფიციალურ პირებთანაც. ვისთან, დაკონკრეტებული არ არის.
- ასლან ბჟანია მოსკოვში 14 თებერვალს გაემგზავრა.
- 16 თებერვალს კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტ პუტინის გრაფიკში არ არის ბჟანიასთან შეხვედრა.
- 19 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უარყო ზოგიერთი მედიასაშუალებით და სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობები, რომ მოსკოვში ბჟანიას ვიზიტისას განიხილება რუსეთის შემადგენლობაში ოკუპირებული აფხაზეთის შესვლის საკითხი.
- რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარა 2008 წლის 26 აგვისტოს.