Accentnews.ge
ბჟანია ბელარუსში ლუკაშენკოს შეხვდა

ბჟანია ბელარუსში ლუკაშენკოს შეხვდა

21/02/2023 09:09:36 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ბელარუსში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში იგი ბელაურუსის ლიდერს ალიაქსანდე ლუკაშენკოს შეხვდა.

"სახელმწიფოს მეთაურებმა შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს“, – აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის ოფისი.

მისი ცნობით, "ბელარუსიდან ბჟანია მოსკოვში დაბრუნდება და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრს განაგრძობს".

ბჟანიას ვიზიტის შესახებ მინსკს ჯერ–ჯერობით ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ოფიციალური კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაკეთებულა თბილისში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S