
პუტინისა და გაგლოევის შეხვედრა კოვიდ–ინფიცირების გამო ჩაიშალა
22/02/2023 14:26:06 კონფლიქტები
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შეხვედრა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევთან კორონავირუსის გამო გადაიდი,– განაცხადეს კრემლში.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პერსკოვის თქმით, გაგლოევის ტესტმა კოვიდზე დადებითი პასუხი აჩვენა და 22 თებერვლისთვის დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.
თავის მხრივ გაგლოევის პრესმდივანმა ნატალია ბოსიკოვამ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის“ მდგომარეობა სტაბილურია და მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ის თვითიზოლაციაში დარჩება.
მანამდე კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი და გაგლოევი 22 თებერვალს მოსკოვში განიხილავენ „ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელ მდგომარეობას და შემდგომი განვითარების პერსპექტივებს, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“.