Accentnews.ge
ალან გაგლოევი მოსკოვში მკურნალობს

ალან გაგლოევი მოსკოვში მკურნალობს

23/02/2023 18:15:44 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი მოსკოვში რჩება და მკურნალობის კურსს გადის. გაგლოევს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა. იგი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის პრეს–მდივანმა ნატალია ბოსიკოვამ ცხინვალელ ჟურნალისტებს აცნობა.

„იმისთვის, რომ საფრთხე არ შეექმნას სხვა ადამიანების ჯანმრთელობას, პრეზიდენტმა გადაწყვიტა თვითიზოლაციაში დარჩეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის მოსკოვში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება“, - განაცხადა ბოსიკოვამ.

შეკითხვაზე, რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს დე ფაქტო პრეზიდენტის თვითიზოლაცია, ბოსიკოვამ უპასუხა, რომ ეს ყველაფერი ექიმების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული:

„ამ დროისთვის მისი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში პრეზიდენტს მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ“.

მანამდე კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი და გაგლოევი 22 თებერვალს მოსკოვში ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ და განეხილათ „ორმხრივი თანამშრომლობის ამჟამინდელი მდგომარეობა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები, პირველ რიგში, სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S