Accentnews.ge
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა

24/02/2023 09:18:25 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ანკარადან ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში გაემგზავრა.

ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"ანკარას ესენბოღას საერთაშორისო აეროპორტიდან მთავრობის მეთაური ანკარას გუბერნატორის მოადგილემ მურათ სოილუმ, ანკარას მერის მოვალეობის შემსრულებელმა სერჯან ჩიღგინიმ, ანკარას ჟანდარმერიის სარდლობის უფროსის მოადგილემ უღურ ურჰანმა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივ პოლიტიკურ საკითხთა გენერალური დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა გოქან თურანმა გააცილეს. ირაკლი ღარიბაშვილი ანთაქიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში 23 თებერვალს დაიწყო.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა.

როგორც მთავრობის მეთაურმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, "რეჯეფ თაიფ ერდოღანს საქართველოს სოლიდარობა და ძლიერი მხარდაჭერა დაუდასტურა თურქეთის რესპუბლიკისა და თურქი ხალხისადმი".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S