Accentnews.ge
უკრაინაში მოკლული სამხედროს ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს

უკრაინაში მოკლული სამხედროს ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს

28/02/2023 11:27:23 კონფლიქტები

უკრაინის ომში დაღუპული ვიაჩესლავ ნოვიცკის ცხედარი როსტოვიდან პიცუნდაში გადაასვენეს,– განაცხადეს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ შს სამინისტროში.

დე ფაქტო უწყების ცნობით, ნოვიცკი დაიღუპა "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის განთავისუფლებისთვის ბრძოლებში".

სხვა დეტალები არ ვრცელდება.

ღია წყაროების მიხედვით, უკრაინაში მოკლეს აფხაზეთის მკვიდრები: ახრა კირკინაძე, არტურ კირკინაძე, ლორან სმირ, დიმიტრი ცვიჟბა, რამინ ბახტაძე, ბესლან თაფაგუა. ყველა მათგანი რუსეთის მხარეს იბრძოდა.

უკრაინაში დაიღუპნენ ქართველი დევნილებიც, რომლებმაც აფხაზეთის ომის დროს იძულებით დატოვეს საკუთარი სახლები. ისინი რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინის მხარეს იბრძოდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S