Accentnews.ge
რუმინეთი რუსულ სიყალბეს უწოდებს მოლდოვის საზღვართან ჯარის თავმოყრის შესახებ ცნობებს

რუმინეთი რუსულ სიყალბეს უწოდებს მოლდოვის საზღვართან ჯარის თავმოყრის შესახებ ცნობებს

28/02/2023 14:02:58 ევროპა

რუმინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ცნობები, თითქოს ბუქარესტი ჯარებსა და სამხედრო ტექნიკას უყრის თავს მოლდოვის საზღვარზე, „ყალბი ცნობების კამპანიაა“, რომელსაც კრემლი აწარმოებს უკრაინაში შეჭრის შემდეგ.

„ყველას შევახსენებთ, სენსაციებზე და პანიკის დათესვაზე გათვლილი ასეთი ინფორმაციის შემოწმების საუკეთესო საშუალებაა ოფიციალური წყაროების მოძიება,“ – განაცხადა სამინისტრომ 28 თებერვალს.

26 თებერვალს "ტვიტერში" გამოქვეყნდა ფოტო, რომელზეც თითქოს გამოსახული იყო მოლდოვის საზღვრისკენ მიმავალი რუმინული ჯარი.

სამინისტრომ 27 თებერვალს განაცხადა, რომ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ფოტოები 2002 წლის 1 დეკემბერს იყო გადაღებული ქალაქ ალბა-იულიაში გამართულ აღლუმზე.

იხილეთ ასევე: „რუსეთი იმას სჩადის, რაც უკეთ იცის – ცრუობს!“: რას ელიან მოლდოვაში

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S