Accentnews.ge
სროლა ცხინვალში: დაჭრილი მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

სროლა ცხინვალში: დაჭრილი მცირეწლოვანის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

28/02/2023 18:21:43 კონფლიქტები

ცხინვალში მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილ მცირეწლოვანს ოპერაცია ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა სტაპბილურად მძიემა, - იუწყებიან ოსი მედიკოსები.

"ბიჭს ღვიძლი და მსხვილი ნაწლავი აქვს დაზიანებული. ჩატარდა ოპერაცია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიემა. იგი რეანიმაციაშია გადაყვანილი" - განაცხადა ცხინვალის ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა ლუიზა ჯიოევამ.

შეიარაღებული ინციდენტის შედეგად გარდაიცვალა ბავშვის მამა. დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის ასმართლის საქმე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებულმა ანდრეი ხუგაევმა 1986 წელს დაბადებულ რიჩარდ მამიევს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და 2019 წელს დაბადებული არსამაგ მამიევი დაჭრა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S