Accentnews.ge
ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს

01/03/2023 10:53:37 კონფლიქტები

ოკუპირებულ ცხინვალში დაჭრილი ბავშვი თბილისში გადმოიყვანეს. მანამდე მას ოპერაცია ცხინვალის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთეს.

"ბიჭს ღვიძლი და მსხვილი ნაწლავი აქვს დაზიანებული. ჩატარდა ოპერაცია. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. იგი რეანიმაციაშია გადაყვანილი", - განაცხადა ცხინვალის ე.წ რესპუბლიკური საავადმყოფოს ქირურგმა ლუიზა ჯიოევამ.

28 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში, საკუთარ ავტომანქანაში ესროლეს ახალგაზრდა კაცს. იგი ადგილზე დაიღუპა. ავტომობილში მისი ოჯახის წევრებიც იმყოფებოდნენ. მომხდარის შედეგად დაიჭრა მოკლულის 5 წლის შვილი.

დე ფაქტო გენერალურ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, 1985 წელს დაბადებულმა ანდრეი ხუგაევმა 1986 წელს დაბადებულ რიჩარდ მამიევს ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და 2019 წელს დაბადებული არსამაგ მამიევი დაჭრა, რის შემდეგაც სამართალდამცველებს ნებაყოფლობით ჩაბარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S