Accentnews.ge
დრონებით მასიური შეტევის შედეგად ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი დაზიანდა – მედია

დრონებით მასიური შეტევის შედეგად ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი დაზიანდა – მედია

02/03/2023 12:48:06 ევროპა

რუსული სააგენტო РБК იტყობინება, რომ ყირიმში რუსული სამხედრო ნაწილი 1 მარტს დრონებით განხორციელებული მასიური თავდასხმის შედეგად დაზიანდა.

როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროდან РБК–ს წყაროები ამტკიცებენ, 1 მარტის ღამეს ყირიმში, სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე გაურკვეველი მოდელის ორი დრონი ჩამოვარდა.

მათივე ცნობით, ერთ-ერთი დრონი აფეთქდა, რამაც შენობის დაზიანება გამოიწვია. კონკრეტულად რომელ სამხედრო ნაწილზეა საუბარი, არ ზუსტდება.

ყირიმში, 1 მარტის ღამეს, ნახევარკუნძულის სხვადასხვა რაიონში აფეთქებების ხმები ისმოდა, – იტყობინება ტელეგრამ–არხი «Крымский ветер».

მოგვიანებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცახადა "ყირიმის ობიექტებზე კიევიდან მასიური თავდასხმის" შესახებ. ამავდროულად, უწყება ამტკიცებს, რომ ჩამოაგდეს 6 დრონი. სულ რამდენი დრონი მონაწილეობდა შეტევაში, ამ ეტაპზე უცნობია.

იხილეთ ასევე: „რუსეთის ხელმძღვანელობა ამ გამოვლინებით შეშფოთებული უნდა იყოს“: პირველი მასიური შეტევა რუსეთის რეგიონებზე

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S