
აშშ–მა მოკავშირეებთან ერთად დაიწყო ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების განხილვა - Reuters
02/03/2023 13:34:43 მსოფლიო
შეერთებული შტატები თავის უახლოეს მოკავშირეებთან ერთად განიხილავს ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თუ პეკინი სამხედრო მხარდაჭერას აღმოუჩენს რუსეთს უკრაინაში ომისთვის,–იუწყება Reuters წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, აშშ–ს სურს, შესაძლო სანქციების თაობაზე მოიპოვოს მხარდაჭერა, პირველ რიგში, G7-ის ქვეყნებისგან. კონსულტაციები ჯერ საწყის სტადიაზეა და ჯერჯერობით რაიმე მნიშვნელოვან შედეგზე არ გასულა,– განაცხადა სააგენტოს ერთ-ერთმა თანამოსაუბრემ.
წყაროს ცნობით, აშშ-ის მოკავშირეების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ მან დაინახა "მხოლოდ მწირი დაზვერვა, რომელიც მიუთითებს, რომ ჩინეთი განიხილავს რუსეთისთვის სამხედრო დახმარების შესაძლებლობას".
მანამდე დასავლური მედია დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ ჩინეთის მთავრობა განიხილავს უკრაინის ომისთვის რუსეთისთვის დრონებისა და საბრძოლო მასალის გადაცემის შესაძლებლობას. ეს დისკუსიები უკვე რამდენიმე თვეა, მიმდინარეობს, – წერს მედია:
„პეკინს ჯერ არ მიუღია საბოლოო გადაწყვეტილება, მაგრამ მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ ჩინური მხარე ამისკენ არის მიდრეკილი“
გერმანული Der Spiegel ასევე წერდა, რომ პეკინი აწარმოებს მოლაპარაკებებს მოსკოვთან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე - კერძოდ, ასი ZT-180 კამიკაძე დრონის, რომელსაც შეუძლია, 35-დან 50 კგ-მდე ქობინი ატაროს.
იხილეთ ასევე: „იყო შოკოლადში და ჩავარდა ფეკალურ მასებში“: რუსეთი, ჩინეთი და ომი