Accentnews.ge
ბჟანია "კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების" მინსკში გამართვის ინიციატივით გამოდის

ბჟანია "კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების" მინსკში გამართვის ინიციატივით გამოდის

02/03/2023 15:24:04 კონფლიქტები

მინსკი "შეიძლებოდა, ნეიტრალური ადგილი გამხდარიყო კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიების გასამართად" - განაცხადა ბელარუსის მოკავშირე ქვეყნის - რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ მინსკში ამასწინანდელი ვიზიტის შედეგების კომენტირებისას.

«მინსკი შეიძლებოდა, გამხდარიყო ნეიტრალური ადგილი, სადაც შეგვეძლო, გაგვემართა დისკუსიები კავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე. ეს ერთ-ერთია იმ სამუშაო მიმართულებებს შორის, რომელიც უნდა განვახორციელოთ" - განაცხადა ბჟანიამ.

მისივე თქმით, "იყვნენ გარკვეული ძალები", რომლებიც "აფხაზეთისა და ბელარუსის ლიდერების" შეხვედრას ეწინააღმდეგებოდნენ.

«(ლუკაშენკომ), როცა მესლამებოდა, საქართველოს მწვავე რეაქციაზე მოახდინა აქცენტირება», – განაცხადა ბჟანიამ.

ცნობისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წელს ოფიციალური მოსკოვი აცხადებდა, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები "გეოპოლიტიკის მძევლად იქცა" და "უფრო ნეიტრალურ ადგილზე უნდა გაიმართოს".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S