უკრაინაში მოკლული ორი სამხედრო გადაასვენეს ოკუპირებულ აფხაზეთში

06-03-2023 11:27:51 კონფლიქტები

გასული წლის დეკემბრის ბოლოს უკრაინის ომში დაღუპული ორი მოხალისის ცხედარი აფხაზეთში გადაასვენეს. ადამ ლაგვილავა და ნოდარ აბიჟბა რუსეთის მხარეს“პიატნაშკას“ ბატალიონის შემადგენლობაში იბრძოდნენ.

როგორც იუწყებიან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებიდნენ ოკუპირებულ დონეცკში მებრძოლების ცხედრების გადასასვენებლად.

დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სამი აფხაზი ავდიევკასთან დაიღუპა. 32 წლის დიმიტრი ცვიჟბას ცხედარი სოხუმში მიმდინარე წლის 3 იანვარს გადაასვენეს.

ღია წყაროების მიხედვით, უკრაინის ომში აფხაზეთის კიდევ შვიდი მკვიდრი დაიღუპა. ყველა მათგანი იბრძოდა რუსეთის მხარეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები