ინალ არძინბა: "საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს შეთანხმებას - ეს იქნება გზა აფხაზეთის აღიარებისკენ"

07-03-2023 17:43:30 კონფლიქტები

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმითი მინისტრი, კრემლის შეგირდი ინალ არძინბა საქართველოს ხელისუფლებას "ძალის არგამოყენების შესახებ" ხელშეკრულების გაფორმებისა და ამით აფხაზეთის აღიარებისკენ გზის გახსნისკენ მოუწოდებს.

"ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები ჯერ-ჯერობით ერთადერთი საერთაშორისო ფორმატია, სადაც აფხაზეთს წარმომადგენლობა გააჩნია. ჩვენ ერთ გუნდად გამოვდიცართ რუსეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად. სამწუხაროდ, საერთაშორისო გეოპოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიების პლატფორმაზე სტაგნაცია გვაქვს. თუმცა ვიმედოვნებთ რომ შევძლებთ მთავარი შედეგის მიღწევას - საქართველოსთან ძაის არგამოყენების შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რაც, თავის მხრივ, იქნება გასვლა საქართველოს მიერ აფხაზეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. დასავლელები ხომ ამ დრომდე სეპარატისტებად გვთვლიან", – განაცხადა არძინბამ ტელეარხ "Соловьёв Live"-ის ეთერში და იქვე დასძინა, რომ "რუსეთი აფხაზეთის ძირითადი სტრატეგიული პარტნიორია":

"ჩვენ ყოვლისმომცველი თანამშრომლობა გვაქვს, მომცველი ჩვენი სახელმწიფოს ცხოვრების ყველა სფეროსი - დაყებული თავდაცვითა და უსაფრთხოებით, დასრულებული ეკონომიკით. რუსეთი ახორციელებს ჩვენთან აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საინვესტიციო პროგრამას, გვეხმარება აღიარების მიღწევაშიც".

არძინბას განმარტებით, "აფხაზეთის საგარე პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთია და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა სირიასთან, ლიბანთან, ავღანეთთან".