
ქაცარავა: "30-მდე არაკაცი მივარდა მანქანას, დალეწეს შუშები, ცდილობდნენ ჩემი შვილის გადმოთრევას"
10/03/2023 06:28:45 სამართალი, საზოგადოება
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ პრორუსული, ძალადობრივი მოძრაობა "ალტ-ინფოს" წევრები მის ცოლსა და შვილს თავს დაესხნენ.
ქაცარავას თქმით, მისი ოჯახის წევრები მანქანაში "ალტ–ინფოს" ოფისის მახლობლად, ბენზინგასამართ სადგურზე, რა დროსაც ოფისიდან 30–მდე პირი გამოვიდა, ალყაში მოაქცია მანქანა და დაიწყეს ბეიზმოლის ბიტების გამოყენება მის დასამტვრევად. ამასთან, ქაცარავას ცნობით, მანქანიდან მისი შვილის ძალის გამოყენებით გადაყვანას ცდილობდნენ.
"დაახლოებით 30 არაკაცი მივარდა მანქანას, რომელსაც ჩემი მეუღლე და ბავშვი ისხდნენ, დალეწეს ბეისბოლის ბიტებით, ცდილობდნენ გამომტვრევას, საბედნიეროდ მანქანა შიგნიდან ჩაკეტილი იყო, განსაკუთრებით იმ მხარის, სადაც ჩემი შვილი იყო, 13 წლის ქეთი და მის გადმოთრევას გეგმავდნენ. ესენი არაკაცები არიან, არაადამიანები არიან, ჩმორები არიან და ეს არის წმინდა ძალადობრივი ჯგუფი", - ამბობს ქაცარავა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება. დაზარალებულები წუხელ პოლიციის განყოფილებაში უკვე გამოკითხეს.