Accentnews.ge
შსს– ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ: "მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება"

შსს– ევროკავშირის დროშის დაწვის შესახებ: "მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება"

14/03/2023 10:41:45 სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტის წინ თბილისში, პარლამენტის წინ, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ჯგუფების ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე (მე-18 პრიმა) მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო, რაც საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი ევროპის კავშირის, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს შებღალვას გულისხმობს.

სამართალდამცველების მიერ მოხდება სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და დაჯარიმება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს.

სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", – ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S