ОДКБ ტოვებს სომხეთს – ფაშინიანი

14-03-2023 20:54:24 კავკასია

ОДКБ, ნებსით თუ უნებლიედ, ტოვებს სომხეთს და ეს გვაწუხებს,– ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა 14 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„როდესაც ОДКБ გენერალური მდივანი ეწვია სომხეთს, მითხრა, „ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ერევანი დატოვებს მას“. მე ვუპასუხე, რომ „ეს შიშები უადგილოა, მაგრამ საფუძვლიანია შიშები იმის თაობაზე, რომ ОДКБ ტოვებს სომხეთს. და ჩემი შეფასება ასეთია: ОДКБ, ნებსით თუ უნებლიედ, ტოვებს სომხეთს და ეს გვაწუხებს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სომხეთი სიამოვნებით დათანხმდება, ОДКБ–ს გენერალური მდივნის მოადგილის პოზიციას, თუ „თუ ეს იქნება კიდევ ერთი ფაქტორი უსაფრთხოების თვალსაზრისით; თუ არ დავინახავთ, ამ ნაბიჯის უშედეგობას“.

„ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი პრინციპები, რომლებიც, სხვათა შორის, არ ეხება სომხეთს. საუბარია იმაზე, მოქმედებს თუ არა ОДКБ, სომხეთის ტერიტორიაზე თუ არა, არსებობს თუ არა ზოგადად? ჩვენ მზად ვართ, დავაყენოთ ეს საკითხი“, - განაცხადა პრემიერმა.

შენიშვნებზე, რომ სომხეთის არმია არ მონაწილეობს საომარ მოქმედებებში, მაგრამ ამავდროულად ОДКБ -ს დახმარება სურს, ნიკოლ ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა: „2021 წლის ნოემბერში და 2022 წლის სექტემბერში მოხდა საომარი მოქმედებები. მერე თქვეს: სომხეთის მინისტრთა კაბინეტმა ОДКБ -ს არასწორი მუხლით მიმართაო. მაგრამ ჩვენ მივმართეთ ОДКБ -ს ყველა შესაძლო საკითხზე“.

იხილეთ ასევე: სომხეთის სიურპრიზი პუტინს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები