ბელარუსში ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავეს „მაჩულიშჩიში“ მომხდარი აფეთქების საქმეზე

16-03-2023 21:05:36 ევროპა

ბელორუსის უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყნის კომუნიკაციების მინისტრის ყოფილი მოადგილე, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის (EEC) საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე დმიტრი შედკო დააკავა. მას აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარ დივერსიაში მონაწილე ადამიანებთან კავშირს ედავებიან.

როგორც ადამიანის უფლებათა ცენტრი "ვიასნას" იუწყება, ბელარუსის უშიშროების ძალებმა შედკო 10 მარტს აიყვანეს. ყოფილმა მაღალჩინოსნამ მოახერხა კოლეგების ინფორმირება მასთან ძალოვანების მისვლის შესახებ. ის მაშინვე გადაიყვანეს მინსკში, თუმცა შედკოს დაკავების თაობაზე ცნობილი 14 მარტს გახდა.

"ვიასნას" ცნობით, ის იცნობდა ზოგიერთ ადამიანს, რომლებიც აეროდრომ „მაჩულიშჩიში“ მომხდარი დივერსიული თავდასხმის საქმეზე დააკავეს.

ბელარუსში სამხედრო აეროდრომ „მაჩულიშჩიში“, მინსკიდან 12 კილომეტრში, 26 თებერვალს მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა რუსული სამხედრო სადაზვერვო თვითმფრინავი А-50 (ДРЛО) - ნატოს კლასიფიკაციით Mainstay („ბურჯი“) - რომელსაც შეუძლია ერთდროულად აკონტროლოს 60-მდე სამიზნე და მათი განადგურების ბრძანებაც გასცეს.

იხილეთ ასევე: „რუსეთმა დაკარგა ალბათ, ყველაზე ძვირფასი თვითმფრინავი, რომელიც კრეისერ „მოსკვას“ ნახევარი ღირს“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები