2-9 მარტის პერიოდში რუსთაველზე და პარლამენტში ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის 15 შემთხვევა დაფიქსირდა - მედიაომბუდსმენი

17-03-2023 23:40:16 საზოგადოება

მედიაომბუდსმენის განცხადებით, 2-9 მარტს, ჯამში, დაფიქსირდა ჟურნალისტებისთვის ხელშეშლის 15 შემთხვევა და დაირღვა მედიის 21 წარმომადგენლის უფლება.

მედიაომბუდსმენის განცხადებით, ე.წ. აგენტებზე კანონპროექტის განხილვის და მის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე მომუშავე და დაზარალებულ დაზარალებულ ჟურნალისტებს და ოპერატორებს იცავს, ამ დროისათვის გამოკითხულია 18 ჟურნალისტი.

„აქედან, 8 მათგანს მიენიჭა სავარაუდო მსხვერპლის სტატუსი. მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვა და დანაშაულების შესახებ ინფორმაციის დაზუსტება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს“, – აცხადებს მედიაომბუდსმენი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები