Accentnews.ge
"პუტინის დაპატიმრების ორდერი სიგნალია რუსული ელიტისთვის, რომ ეჭვმიტანილით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია"

"პუტინის დაპატიმრების ორდერი სიგნალია რუსული ელიტისთვის, რომ ეჭვმიტანილით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია"

18/03/2023 10:49:56 მსოფლიო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმირ პუტინის დაპატიმრებაზე გაცემული ორდერი არის სიგნალი რუსული ელიტისთვის, რომ ეჭვმიტანილით მათი საერთაშორისო საზოგადოებასა და გლობალურ ბაზრებში დაბრუნების შანსი ნულია, - განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა.

მისივე თქმით, პუტინის დაპატიმრების ორდერი ასევე არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ პუტინთან მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ ერთ საკითხზე – სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მის გადაცემაზე.

„ეს არის სიგნალი დასავლელი ლიდერებისთვის, რომ ეჭვმიტანილთან ერთადერთი შესაძლო მოლაპარაკება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მისი გადაცემა შეიძლება იყოს“, - წერს კუბილიუსი „ტვიტერზე“.

ჰააგის სასამართლომ რუსეთის ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. საქმე უკრაინიდან ბავშვების გატაცებას ეხება.

ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს"

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S