18-03-2023 15:19:35 ევროპა
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერია გაცემა საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
ბორელის თქმით, დაკავების ორდერის გაცემა „მხოლოდ დასაწყისია“.
„ეს საერთაშორისო მართლმსაჯულების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინელი ხალხისთვის. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებდით, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონო აგრესიაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ“, – აცხადებს ჯოზეფ ბორელი.
ჰააგის სასამართლომ რუსეთის ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. საქმე უკრაინიდან ბავშვების გატაცებას ეხება.
ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა განაცხადა, "ვერ დავუშვებთ, მოეპყრონ ბავშვებს, როგორც ნაალაფარს".
უკრაინაში გადაწყვეტილებას მიესალმნენ და თქვეს, რომ ეს "მხოლოდ დასაწყისია".